Loading data...
ვოლსკი: მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი

მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამოწვევის წინაშე მდგარ პატარა ქვეყანაში ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ.

„სამართალდამცველები ყოველთვის მობილიზებულები არიან. რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული, მოტივაცია ერთია - ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარ პატარა ქვეყანაში ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ.

მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს, ლევან ხაბეიშვილის დაძახებულზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ის, რომ სისხლის ღვრა და ფიზიკური დაპირისპირებაა მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის. თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც ამისაკენ მოუწოდებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.