ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ გიორგი კანდელაკის კვლევა, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება გარკვეულ მიზანს ემსახურება.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა ასეთი სამსახური - საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ. მათ აქვთ თავიანთი ფუნქციები, თავიანთი საქმიანობის მიმართულებები. ამაში იღებენ ხელფასს. ჯო უილსონი არის ადამია, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთის დროშით დადიოდა, სამკერდე ნიშანი ეკეთა. მაშინ ეს პერიოდი იყო და დღეს სხვა ინტერესები აქვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, გალაშქრება საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ მიზანს ემსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება საქართველოს ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური მოკავშირეობა დააბრალო ირანთან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.