Loading data...
ვოლსკი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წერილზე​: ვერ დააზიანეს ეკონომიკა, ლარის კურსი, ვერ განვითარდა რევოლუცია და ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების გაღიზიანება

„ვერ განვითარდა რევოლუცია და ახლა ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი კოალიცია ცვლილებებისთვის“ წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.

მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყნის დაზიანებას ყველა საშუალებით ცდილობს.

„ვერ დააზიანეს ეკონომიკა, ლარის კურსი, სხვადასხვა მიმართულებები, რაზედაც პატარა საქართველო დგას, ვერ ჩაკეტეს შუა დერეფანი, აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგიაა საჭირო და ამ ახალი სტრატეგიის გატარებისკენ მოუწოდებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ნაწილი ახლა, თუმცა ეს საერთო აზრია.

კიდევ ყოფნით უტიფრობა და მიმართავენ აშშ-ის ადმინისტრაციასაც, რომლის ხელმძღვანელს სულ ახლახან უწოდებდნენ რუსეთის აგენტს.

ორმაგ სტანდარტზეც არ არის აქ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ მზაკვრულ გეგმაზე, რომელიც ჰქონდათ, რომელიც ვერ შეასრულეს, მიუხედავად უშველებელი ტანისა, რომელიც ამ გეგმის შესასრულებლად დაიხარჯა და დღეს მიმართავენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ ბრიუსელს და ვაშინგტონს“, - აღნიშნავს ვოლკსი.