1735039552
პოლიტიკა
ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია
„ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე ქართულ ჯარს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს.
მისი თქმით, საბოტაჟი სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს.
„ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. ჯარისთვის მოწოდება არ არის ხაზარაძის მოგონილი და ნოუჰაუ. ყველა მოუწოდებს ჯარსაც, პოლიციას, სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურებს საბოტაჟისაკენ. რა საკვირველია, ეს სახელმწიფოს ნგრევა გამოიწვევს თუკი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა. მაგრამ ამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედრო ძალების თითოეული შემადგენელი ნაწილის, სტრუქტურის და კონკრეტული ადამიანების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ“, - აღნიშნავს ვოლსკი.