1776864504
პოლიტიკა
ვოლსკი: კაია კალასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად
კაია კალასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა იმ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად, რასაც ჰქვია ანტიქართული მოძრაობა და [რასაც] ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ კურსი შეცვალოს.
„კალასს საკმაოდ აგრესიული პოზიცია უკავია და უნდა, რომ ამ ჯგუფში ლიდერი იყოს, თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია იმაზე, რა ბიზნესს აკეთებდა მისი ქმარი რუსეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამაც რამდენიმე მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა მათ ოჯახს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.