Loading data...
ვოლსკი: ის პარალელი, რომელიც გაავლო ირაკლი კობახიძემ, ერთი მხრივ, ასახავს უშველებელ ტრაგედიას და მეორე მხრივ, არის სამართლიანი - მისი შეფასება არის სამართლიანი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში ოპონენტების კრიტიკას პასუხობს. 

ვოლსკის თქმით, კობახიძის შეფასება სამართლიანი იყო.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის ხსენებისგან თავს არავინ იკავებს.

„ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკას აზრი დაეკარგა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მათი გაწიწმატება გამოიწვია ზუსტმა შეფასებამ, დასკვნამ, რაც ირაკლი კობახიძემ მოკლე ფრაზაში ჩადო. ჯერ ერთი, რუსეთი იმ პერიოდში არ იყო, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ჯარი იყო და როცა რუსეთზეა ლაპარაკი ან ოკუპაციის თემაზე ან 2008 წლის აგვისტოს თემაზე, არც არავინ იკავებს თავს და ვერც შეიკავებ, რეალობა ასეთია. აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ უცხო ძალასა და რესურსზე, რომელსაც დღეს ჩვენი ოპონენტები იყენებენ, იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე დარჩნენ.

ის პარალელი, რომელიც გაავლო ირაკლი კობახიძემ, ერთი მხრივ, არის უშველებელი ტრაგედია და, მეორე მხრივ, არის სამართლიანი. შეფასება არის სამართლიანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.