1775724736
პოლიტიკა
ვოლსკი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჩართულია იმდენად, რომ ამით დაინტერესდნენ ბუნდესტაგში. ამის უბადრუკი გამოძახილია ის, რასაც გვიკეთებს თავისი მოსაზრებიდან გამომდინარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა.