1726742764
პოლიტიკა
ვოლსკი გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე: უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი
უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დღევანდელი სცენარი არის ასეთი - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი და მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემო უნდა გააერთიანოს მთელი რადიკალური ოპოზიცია. მაგრამ საზოგადოებისთვის ეს სასაცილოა. მე დარწმუნებული ვარ, ეს სასაცილოა ოპოზიციის მხრიდანაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.