ვოლსკი - გახარია გეგმაზომიერად მუშაობდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო

„გახარია გეგმაზომიერად მუშაობდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერის პოსტიდანაც იმიტომ გადადგა, რომ კანონის აღსრულება არ მომხდარიყო.
„დაგეგმილი აქვთ ქვეყნის რყევა, რომელიც კონკრეტულ გეგმას მიჰყვება. პარლამენტი იმისთვის არის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. ამას სწორს ამბობს, მაგრამ ვინ? – გახარია, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეას ყველაზე ეფექტური რესურსით შეუერთდა, რათა ქვეყანაში ნგრევის პროცესი არ შეჩერებულიყო. პრემიერის პოსტიდანაც მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ კანონის აღსრულება არ მომხდარიყო. დღეს ეს ადამიანი ლაპარაკობს, რომ საჭიროა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება. ის გეგმაზომიერად მუშაობდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო“, – აცხადებს ვოლსკი.