Loading data...
ვოლსკი: ეტყობა, ხაბეიშვილს უნდა, შეაგულიანოს ხალხი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შემოეფანტა

ეტყობა, ხაბეიშვილს ხალხის შეგულიანება უნდა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შემოეფანტა. მისი დამოკიდებულება მძიმე, შეურაცხმყოფელია და არ ითვალისწინებს რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, რათა ყურადღება მიიქციოს.

„მას ისევ საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა. ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ კაპიტულაცია გამოაცხადაო. ეს განცხადება იმისთვისა, ვინმეს თუ ეშინია ფიზიკური დაპირისპირების, ამ გმირ ლიდერს, ხმალამოღებულს უნდა გაჰყვეს და უკვე დამარცხებული, მტრის რიგებში შეიჭრას.

მას პოლიტიკაზე ასეთი წარმოდგენა აქვს, მაგრამ რეალურად ის ადამიანია, ვინც თავისი ინტელექტით ერთადერთი რესურსის მატარებელია, რომ ადამიანების საზიანო განცხადებები გააკეთოს და მუშტიც მოიქნიოს, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.