1765200305
პოლიტიკა
ვოლსკი: ეს საზღვრები, სადაც „ლელო“ უნდა პოზიციონირებდეს, სწორედ ALDE-ს მიერ არის მოხაზული, „ლელო“ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ALDE-ს მიაჩნია სწორად
ALDE-ს წევრი „ლელო“ რასაკვირველია ამას არ დაგმობს, რომ დაგმოს გავა იმ ფორმატიდან, რომელიც მას შემოუხაზეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ შეიძლება თქვან, რომ ზოგადად არ მოსწონთ ტერორიზმი, მაგრამ ვერანაირად ვერ გაემიჯნებიან ალეკო ელისაშვილს.
„ეს საზღვრები, სადაც „ლელო“ უნდა პოზიციონირებდეს, სწორედ ALDE-ს მიერ არის მოხაზული. „ლელო“ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ALDE-ს მიაჩნია სწორად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.