Loading data...
ვოლსკი დებატებზე: ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები

ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ვოლსკის თქმით, დებატების საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს.

„მე მგონი არ ვიქნებით მე და თქვენ ძალიან დაშორებული მოსაზრებებით, თუ ვიტყვით, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები. აუცილებლად შეიქმნება სირთულეები, აუცილებლად იქნება ბარიერები ამ პროცესის განვითარების წინააღმდეგ აღმართული, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ამხელა სტაგნაციის პერიოდიდან, გადასადგმელია. შემდეგ გაფართოვდება ეს, გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვან გარემოებად, უფრო მნიშვნელოვან სეგმენტად იქცევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის. თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის ცალსახა - ეს სჭირდება საზოგადოებას.

ეს სჭირდება საზოგადოებას იმისათვის, რათა ერთმანეთში გაარკვიონ ვის რა პოზიცია აქვს და ვინ უფრო მოსაწონია ამომრჩევლისთვის. საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გეგმებში, რაც არსებობს მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.