Loading data...
ვოლსკი ბერლინში კუპრაძის, სიჭინავასა და გახარიას შეხვედრაზე: ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის - ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.

„მათი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ გააერთიანონ ძალები - ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, მთავარ მიზანს, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს, როგორმე ეს ქვეყანა გაეხვიოს შარში და ჩაერთოს იმ ცეცხლში და უბედურებაში, რაც, სამწუხაროდ, ახასიათებს რეგიონს“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.