ვოლსკი BBC-ის სტატიაზე: ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას
ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
„ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას. არ არის ეს მარტო BBC-ი. მთელი პროპაგანდისტული ქსელი მოქმედებს, რათა საქართველოში შეირყეს მდგომარეობა. აბსურდია [გავრცელებული ინფორმაცია]. გამოვლინდებოდა, ასეთი თემა არ იმალება. 1930 წელს გამოყენებული სითხის მოძრაობა მსოფლიოში არ დარჩებოდა შეუმჩნეველი არავის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. აღნიშნულის თაობაზე პარტიამ განცხადება გაავრცელა.