ვოლსკი: არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ე.წ. მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლისღვრით

„არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ე.წ. მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლის ღვრით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„არცერთი პოსტი არ იდება გარკვეული მიზნის და წინასწარი შეთანხმების გარეშე. არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ე.წ. მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლის ღვრით.
ამ ამოცანის შესასრულებლად ირანის მაგალითებს გამოიყენებენ, უკრაინის მაგალითებს თუ სხვა მაგალითებს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ეს არის გეგმა, გეგმა არის ბოროტი და კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რათა ვითარება საქართველოში იყოს კონტროლის ქვეშ, იმ ძალების მხრიდან, რომელთაც გარკვეული თავიანთი ინტერესები გააჩნიათ და სულ არ აინტერესებთ, ვინ იქნება მოკლული ამ მიტინგების დროს, მთავარია, რომ სისხლი დაიღვაროს“, - აღნიშნავს ვოლსკი.