Loading data...
ვოლსკი: არაჟნის კონტეინერით შემოპარული ადამიანის მცდელობაა, როგორმე წინა პლანზე „ნაცმოძრაობა“ გამოვიდეს, ოღონდ მისი მეთაურობით და არა - ლევან ხაბეიშვილის ან ზოდელავასი

არ მგონია, ადეკვატური ფსიქიკის ადამიანის მსჯელობას ვისმენდეთ. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო იმ სცენარში მისი გვარი არ ეწერა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უნდა განვითარებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რევოლუციურმა პროცესმა განვითარება როცა ვერ პოვა, ზოდელავა, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა წინა ფლანგზე გამოჩნდნენ და თქვეს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში იღებდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

„ბანერების გამო ადამიანებს დაუპირისპირდნენ, ეჩხუბნენ და მიტინგებიდან გააგდეს, რადგან სააკაშვილის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, რომ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა. ბოლო მომენტში, როცა ამ რევოლუციურმა პროცესმა განვითარება ვერ პოვა, ზოდელავა, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა წინა ფლანგზე გამოჩნდნენ და თქვეს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში იღებდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

ეს შეტევა ჩაიშალა და სააკაშვილი ისეთ ფაქტორებს იგონებს, რაც წინაპირობა უნდა გახდეს მისი პიროვნების ხელახლა წამოწევის, თითქოს კონსპირაციული შეთანხმებები ხდება. არც ამერიკაში და არც ბრიუსელში არანაირი გავლენა რაიმე სიტყვას, ვინმესგან ნათქვამს არ აქვს.

ცივსისხლიანი გათვლები აქვთ დასავლეთსაც, რუსეთსაც, რომელიც ოკუპანტია, და ევროკავშირსაც. ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და არა იმ ვითარებაში, როცა პალიკოს ან გილაურს შეუძლიათ, რაიმე გავლენა მოახდინონ მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობაზე. არაჟნის კონტეინერით შემოპარული ადამიანის მცდელობაა, რომ როგორმე წინა პლანზე „ნაცმოძრაობა“ გამოვიდეს, ოღონდ მისი მეთაურობით და არა - ლევან ხაბეიშვილის ან ზოდელავასი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.