ვოლსკი: არანაირი ევროპული სტანდარტებისგან გადახვევა არ არის იმაში, რომ გარკვეული მიმართულებით პროპაგანდა აკრძალო, ან შეამცირო - ეს არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე

ეს არის გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე, რათა იგი დაჰყვეს ზეწოლას, შანტაჟს და როგორმე, იქნებ არჩევნებით თუ არა, ფიზიკური დაპირისპირების გზით, ხელოვნურად შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც მარიონეტულად შეასრულებს ყველანაირ დავალებას, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მან კომენტარი გააკეთა გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„არანაირი ხელშეშლა, ევროპული სტანდარტებისგან გადახვევა არ არის იმაში, რომ გარკვეული მიმართულებით პროპაგანდა აკრძალო, ან შეამცირო, მით უმეტეს, თუ ეს უპირისპირდება შენს არა მხოლოდ თვითმყოფადობას, არამედ უსაფრთხოების ინტერესებს. ეს არის გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე, რათა იგი დაჰყვეს ზეწოლას, შანტაჟს და როგორმე, იქნებ არჩევნებით თუ არა, ფიზიკური დაპირისპირების გზით, ხელოვნურად შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც მარიონეტულად შეასრულებს ყველანაირ დავალებას. მათ შორის, საქართველოს იმ უბედურებაში გახვევას, რასაც ჰქვია ის ცეცხლი, რომელიც ჩვენს რეგიონსა და ევროპაშია დანთებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.