1765517894
პოლიტიკა
ვოლსკი „ალდეზე“: იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის განცხადება შეაფასა.
საქმე ეხება „ალდეს“ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილის ქმედებას მიუღებელი უწოდეს და ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
„არც ისაა გასაკვირი, BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუე „ალდეს“ ამ კომენტარშიც ფიგურირებდეს. ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია დანაშაული, საფრთხე და ამ საფრთხეს არა თუ მხოლოდ ახალისებენ, არამედ თვითონვე ქმნიან იმ სცენარს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ. ელისაშვილის ქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებს ვოლსკი.