ვოლსკი: ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს ანუ შეუსაბამობა არსებობს
„ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, შეუსაბამობა არსებობს და ეს შეუსაბამობა შესაძლოა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ფაქტორი.
„ის სიცრუის ტალღა, რომელიც ჰელსინკის კომისიიდან მოდის, რასაკვირველია არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც შესაძლოა იყო განხილული გაცილებით უფრო სერიოზულად, მაღალ დონეზე, ინტენსიურად მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია არ იყო ჯერ კიდევ მოსული, მაგრამ ახლა, რასაკვირველია გაფერმკრთალდა ეს ბრალდებები იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა. ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს. ანუ, შეუსაბამობა არსებობს და ეს შეუსაბამობა შესაძლოა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ფაქტორი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.