1747805385
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: როცა დღეს ვინმე ევროპელობასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგად უნდა ახსოვდეს, რა დღეში იყო „ნაცმოძრაობის“ დროს ქართული მედია
„როცა დღეს ვინმე ევროპელობასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა დღეში იყო ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქართული მედია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა ტელევიზია კონტროლდებოდა.
„ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ქართული მედია 2012 წლამდე, ნახონ მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები, გავიხსენოთ, რა უქნეს ტელეკომპანია „იბერიას“, ტელეკომპანია „იმედს“, როგორი პრობლემები ჰქონდა მათ შორის „კავკასიას“, „მაესტროს“, როგორ კონტროლდებოდა ფაქტობრივად ყველა ტელევიზია. როცა დღეს ვინმე ევროპელობასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა დღეში იყო ზოგადად „ნაცმოძრაობის“ დროს ქართული მედია“, - აღნიშნავს ბოჟაძე.