ვლადიმერ ბოჟაძე: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება
„ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, მმართველი გუნდი დელეგაციას 26 ოქტომბერსა და 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
„ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება. მაშინ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი დელეგაცია ჩამოვიდოდა, რომელიც უფრო კარგად გაეცნობოდა ადგილზე სიტუაციას და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ შეფასდებოდა, როგორ ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს ვალდებულებებს.
რაც შეეხება რა ინფორმაციას მივაწვდით მმართველი გუნდი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთადერთი ინფორმაცია, ერთადერთი სიმართლე, რომელიც არსებობს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მომხსენებლებს ექნებათ საშუალება კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ადგილზე არსებული ინფორმაცია და სიტუაცია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.