Loading data...
ვაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე ემსახურო საკუთარ რაიონს და მის მოსახლეობას - იმ უბანს, სადაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი რევაზ სოხაძის გუნდის წევრად. მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რეზის შემდეგ გავხდე ამ უბნის მაჟორიტარი და შევძლო მისი დაწყებული საქმის ღირსეულად გაგრძელება. ყოველდღიური კავშირი მოსახლეობასთან არის უდიდესი ძალა და მოტივაცია, რომ არც ერთი დღე არ გავატარო ჩვენს ხალხსა და სამშობლოზე ფიქრის გარეშე.

მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის, ქალაქისა და რაიონის განვითარება. მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“, - წერს კოკაია.