ვაშაძე უგულავას: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი ნიკა გვარამია კი არა, იყო და არის მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიხეილ სააკაშვილი, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის თანახმადაც „ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მთავარი მოთამაშე იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი მიხეილ სააკაშვილია. ამას ყველა ხედავს. „ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბევრი მოტორი ჰყავს. ხედავთ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მთლიანად შევცვალეთ კურსი და პოლიტიკაში ხალხი დავაბრუნეთ, მათ შორის ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს. დღეს ისე, როგორც არასდროს, ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ცვლილებების დრო მოვიდა. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მთავარი მოთამაშე ვიქნებით ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველო წინ იყოს. პირდაპირ გეუბნებით, მთავარი მოტორი იყო და არის მიშა“, – აღნიშნა ვაშაძემ საზოგადოებრივთან საუბარში.
ინფორმაციისთვის, გიგი უგულავამ ერთ-ერთ სატელევიხიო ეთერში განაცხადა, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო“.