Loading data...
ვარლამ ლიპარტელიანი: ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციის რეიტინგი საგრძნობლად დაცემულია, ფაქტობრივად შანსი არ აქვთ

„ჩვენ ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ოპოზიციის რეიტინგი არის საგრძნობლად დაცემული, ფაქტობრივად შანსი არ აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვარლამ ლიპარტელიანმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ოპოზიცია, ვინაიდან მათი შანსები არის მინიმალური.

„ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ნებისმიერ ჩვენს ოპონენტს ვინც ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობას მიღებს. თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამით ქვეყანა არ დაინგრევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტებზე მუშაობას, რაც მიზნად გვაქვს დასახული. მათი რეიტინგი ისედაც დაცემულია და გაცილებით დაეცემა თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ თავის ამომრჩეველს პატივს არ სცემენ ეს მათი გადასაწყვეტია.

ჩვენ ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“.

მთავარი მიზეზი არ მონაწილეობს არის ის, რომ მათი რეიტინგი არის საგრძნობლად დაცემული. ფაქტობრივად შანსი არ აქვთ. როცა მარცხდებიან ისინი, ყოველთვის გამოდიან და იძახიან, რომ არჩევნები გაყალბდა, არასამართლიანად ჩატარდა და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს ფაქტებით. რომელი ფაქტი იყო და სად დადეს ფაქტები? 300 ათას ადამიანზე ჰქონდათ საუბარი, რომ თითქოს ვიღაც „მარშუტკით“ იქით მიაქანებდა, მერე აქეთ მოაქანებდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის აბსურდი და ქართველი ხალხი კარგად აცნობიერებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.