Loading data...
ვაკო თურნავა: PACE-ს დოკუმენტში ის დათქმა, რაც ჰქონდათ ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია, მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი

უკვე ხვდებიან და ავუხსენით კიდევაც, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგებულია. უმუშევრობა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე აქამდე, შესაბამისად, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვაკო თურნავამ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს სტრასბურგში შეხვედრები ჰქონდათ. დღეს დელეგაციის წევრები ევროპარლამენტარებს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. თურნავამ აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა PACE-ს დოკუმენტი იყო.

„აქამდე რაც იყო რეზოლუციაში ჩაწერილი, რამდენიმე არის მიუღებელი, ავუხსენით. ასე თუ ისე დაგვეთანხმნენ. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში უნდა იყოს რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული.

მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ გამოსვლა PACE-დან, არის მარტივი - ჩვენ გვაქვს ეუთოს დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კომპეტენტური, ძალიან კონკურენტუნარიანი, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ PACE-მ ამით უნდა იხელმძღვანელოს და ის დათქმა, რაც ჰქონდათ შიგნით ჩადებული, აბსოლუტურად არასწორია.

სხვათა შორის, მოლოდინი პოზიტიურია, უკვე ხვდებიან და ავუხსენით კიდევაც, რომ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, არის სწორი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგებულია. უმუშევრობა არის ბევრად ნაკლები, ვიდრე აქამდე, შესაბამისად, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და მას ხედავენ“, - აღნიშნა თურნავამ.