Loading data...
ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე: შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამის გადასაზღვევად მიმართეს ცესკოს

შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ [„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“] მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამის გადასაზღვევად მიმართეს ცესკოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ.

იგი გამოეხმაურა ცესკოს ინფორმაციას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში პარტიებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებას ეხება.

„ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესს ბოიკოტში ჩაუდგებიან და შესაბამისად არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობას, თუმცა თვითონ არ არიან დარწმუნებული საკუთარ გეგმებში, ვინაიდან შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს გარედან წამოსული დავალება და მათ მოუწიოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამის გადასაზღვევად მიმართეს ცესკოს, რომ შეინარჩუნონ საარჩევნო ნომერი და შემდგომ შეხედავენ, როგორც დასჭირდება დესტრუქციული პროცესების შემოტანას, იმის მიხედვით მოიქცევიან და იმოქმედებენ“, - აცხადებს ჩოჩია.