Loading data...
ვახტანგ ჩოჩია: მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე, თვალი მიადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს და გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ახალგაზრდებს მოუწოდებს თვალი ადევნონ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს.

„მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქართველი ხალხის წამებაში, ადამიანის უფლებების შელახვაში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, კიდევ ერთხელ თვალი მიადევნონ ამ კომისიის სხდომებს და შემდეგ დაფიქრდნენ და თვითონ გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ“, - აცხადებს ჩოჩია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეული.