Loading data...
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს სხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად, დღეს კენჭისყრა არ იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.