Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ, დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის

რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი თავისუფალი არიან, სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ, დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალის გათავისუფლებას.

„რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი თავისუფალი არიან. სხვებიც უნდა გათავისუფლდნენ. მძევლების ოჯახებთან დაბრუნება ჩვენს გულებს იმედით ავსებს. დაე, ეს იყოს ახალი ეტაპი ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის. ცეცხლის შეწყვეტა უნდა შენარჩუნდეს, ევროპა ამას მხარს დაუჭერს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.