Loading data...
თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. 

თურქეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰაკან ფიდანმა და მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშვლეო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქ კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.