Loading data...
წილოსანი სანდუზე: ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მზად არის, საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს, საქართველოზე მსგავს კონტექსტში საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა, ცეცხლზე ნავთი დაესხა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ყოველთვის გვევლინებოდა შიდა არეულობის მომხრედ, მან 4 ოქტომბერს გაამხნევა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები.

მაია სანდუს კეთილსინდისიერებაში, საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებში, ნამდვილად ეჭვი გვეპარება, თუმცა ეჭვი აღარ გვეპარება საკუთარ ქვეყანასთან მის დამოკიდებულებაში.

ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი, ან მისი მოსაზრება ვერ იქნება გასათვალისწინებელი“, - აცხადებს წილოსანი.