Loading data...
წილოსანი საქართველოს თემაზე PACE-ში დაგეგმილ დებატებზე: აშანტაჟებენ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს იმ ბენიფეტების წართმევით, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია

„თუ კითხვას დავსვამთ, რატომ ხდება ამდენი უსამართლო და დეზინფორმაციული განცხადება, დებატებისა თუ რეზოლუციების მოწყობა და მიღება, პასუხი არის აპრიორი ის, რომ გვაშანტაჟებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა საქართველოს შესახებ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს ევროსაბჭოში უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, ეს არის შანტაჟი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიმართ.

„აშანტაჟებენ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აშინებენ იმ რაღაც ბენიფეტების წართმევით, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ემსახურება ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს კოლონია და ვიღაცა ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ“, - აღნიშნავს წილოსანი.