1763356088
პოლიტიკა
წილოსანი „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე: ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს.
„ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ უფრო უკეთ ვიზრუნებთ პოლიციელების კეთილდღეობაზე. მათ შორის, ისინი არიან ადამიანები, ვინც შესაძლოა ყოველდღიურად უყურებდნენ სიკვდილს თვალებში და ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ მყარად დაცული. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც მათ უშუალო მინისტრი ასევე მთლიანად ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა წილოსანმა.