Loading data...
წილოსანი ოპოზიციაზე: პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს ოპოზიციის მავნებლური განზრახვები.

პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები, ამ რეალობაში ვცხოვრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები წარიმართება კანონის ფარგლებში და ოპოზიცია კიდევ ერთხელ იგემებს მარცხს, ისევე, როგორც 26 ოქტომბერს დამარცხდა ქართველი ხალხის წინაშე“, - აცხადებს წილოსანი.