Loading data...
წილოსანი ოპოზიციაზე: ნამდვილად ვერ აურევენ ვერავის გონებას, რომ თითქოს არა „ნაცმოძრაობას“, არამედ ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია ვერ აურევს ვერავის გონებას, რომ თითქოს არა „ნაცმოძრაობის“, არამედ ალტერნატიული ძალის წარმომადგენლები არიან.

„სააკაშვილის მიერ გამოზრდილი ვაი პოლიტიკოსები - ჩერგოს, ბოკერიას, გვარამიას სახით, ნამდვილად ვერ აურევენ ვერავის გონებას, რომ თითქოს არა „ნაცმოძრაობას“, არამედ ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ.

2024 წლის არჩევნებში, მთელი „ნაცმოძრაობის“ რესურსი იყო გადართული, რომ მხარდამჭერები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოჰკლებოდა და იგივე გადანაცვლებულიყო გვარამიას პარტიაში. ასეთი გადათამაშება შეიმუშავა და ეს სცენარი დაიწერა ქვეყნის გარეთ, სადაც მოხერხებულად ცდილობდნენ, რომ ეს შემოესაღებინათ ქართველი ხალხისთვის.

ეს გადათამაშებები და შიგნითვე დატრიალებული სცენარები არავისთვის არის საინტერესო, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ ეს ხალხიც ხედავს, რომ ეს არის დამარცხებული, განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ „მიშა“ {სააკაშვილი} იძახოს და გინდ მიშა აძაგოს, მაინც ნული რეიტინგით ხასიათდებიან“, - აღნიშნავს წილოსანი.