წილოსანი ოპოზიციაზე: დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი

ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი.
„ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლუაშია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სურვილით გამსჭვალულები არიან, რომ ვინმე მაინც დაჭამონ. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ გუნდთან მათი ბრძოლა ჩაიშალა, ვერანაირ შედეგს აღწევენ და ერთმანეთის დაჭმაზე გადავიდნენ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ უკვე ყველაფერზე გააკრიტიკებენ ერთმანეთს. დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი და ქართველი ხალხის არჩევანმა. ის, რასაც ქართველი ხალხი უყურებდა, ოპოზიციის ნამოქმედარს, სრულიად მიუღებელი იყო და ახლა უკვე სასაცილო მოცემულობაში არიან, როდესაც ერთმანეთის კრიტიკის გარდა უკვე აღარაფრით არიან დაკავებულები“, - აღნიშნა წილოსანმა.