Loading data...
წილოსანი მერკელის განცხადებაზე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ნეგატიური როლი უკრაინაში ომის დასრულების მიმართულებით. რისგან არის ეს გამოწვეული და რა ტრავმებს ებრძვის ბალტიისპირეთი იმით, რომ პირიქით - ახალისებს, და ფაქტობრივად ფლაგმანი ხდება ამ საომარი პროცესების, ეს ალბათ უფრო სიღრმისეული ანალიზის ანალიზის საფუძველი უნდა გახდეს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგაც მათი გაცხოველებული და გასასტიკებული დამოკიდებულება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იხსნება იმით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ფესვგადგმულიადიფ სთეითი“ და ის ჩრდილოვანი გავლენები, რომელიც არა იმ ქვეყნების ინტერესით, არამედ საერთო გლობალური ომის დღის წესრიგი ინტერესით მოქმედებს“, - აღნიშნავს წილოსანი.