Loading data...
წილოსანი: „ლელოს“, ისევე როგორც მისი მოძმე რადიკალური პარტიების მიზანია, რომ როგორღაც დააზიანონ ქართული ეკონომიკა

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ამ პროექტს დაარტყან, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის სერიოზული მიღწევა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ირაკლი კუპრაძის მიერ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული სასულიერო პირებისგან, რომ თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.

მისი თქმით, თუ აღნიშნული და მსგავსი პროექტები არ განხორციელდება, ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის შენარჩუნება რთული იქნება.

„ლელოს“, ისევე როგორც მისი მოძმე რადიკალური პარტიების მიზანია, რომ როგორღაც დააზიანონ ქართული ეკონომიკა. მათი ბევრი სხვა დამუშავებული ტაქტიკების გარდა იყენებდნენ ეკონომიკაზე ტერაქტის მცდელობებს, ეკონომიკის ჩამონგრევის და ჩამოშლის მცდელობებს, რაც სხვადასხვა კამპანიებში აისახებოდა.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ტალღა ტურიზმის ჩამოშლის და დაზიანების, შეგვიძლია გავიხსენოთ ენერგოუსაფრთხოებაზე მიტანილი შეტევები, ნესკრა, ნამახვან ჰესი, ჰუდონ ჰესი. ყველა ამ უმსხვილესი ჰესის და პროექტის წინააღმდეგ გამოსული ვითომ ეკო აქტივისტები, იყვნენ სპეციალიზებული ჯგუფები, ვისაც ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა მიეტანათ დარტყმები“, - აღნიშნა წილოსანმა