წილოსანი: იმის ფონზე, რომ ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთ მიზანი იყო, ეკონომიკა ჩამოქცეულიყო, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა, გვქონდა ეკონომიკური ზრდა
იმის ფონზე, რომ ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთ მიზანი იყო, რომ ეკონომიკა ჩამოქცეულიყო, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა, პირიქით, გვქონდა ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის კრიტიკაზე საუბრისას.
წილოსანის თქმით, ფაქტობრივად, საკონტროლო გასროლასავით იყო მათთვის ექვსნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის.
„ეს ადამიანები, წესით, თავიანთი ბიზნესწარმომავლობიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უნდა ხედავდნენ ამ პროექტის ეფექტიანობას. თუმცა ამის საპირისპიროდ ისინი პირდაპირ ემტერებიან, რომ ეს უმსხვილესი პროექტი განხორციელდეს. ეს ადამიანები არიან თითქმის იგივე, ვინც „ნამოხვან ჰესს“ და სხვა უმსხვილეს ენერგოუსაფრთხოების პროექტებს უპირისპირდებოდნენ და არამხოლოდ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.