1732171997
პოლიტიკა
წილოსანი გახარიას და „ლელოს“ ამომრჩეველს: ორჯონიკიძისეულ გზავნილზე ხელის მოწერა, ეს იყო რისთვისაც ისინი აირჩიეთ?
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გახარიასა და „ლელოს“ ამომრჩეველს მიმართავს.
„გახარია და „ლელოს“ ამომრჩეველს მინდა ვკითხო - გულწრფელად, ისევ გჯერათ რომ თქვენი არჩეული პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი დიდი ნაწილი არ არიან??
ისინი რამეს „ნაცებისგან“ განსხვავებულს აკეთებენ?
მათ ნაცების რომელიმე მავნებლობაში არ მიუღიათ მონაწილეობა?
ორჯონიკიძისეულ გზავნილზე ხელის მოწერა, ეს იყო რისთვისაც ისინი აირჩიეთ??“ - წერს წილოსანი.