Loading data...
წილოსანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის ემეტებათ, ამ შემთხვევაში, გამჭვირვალობის კანონი მათთვის, როგორც აღმოჩნდა, კარგია, თუმცა ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო

„ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის ემეტებათ“, - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.

„ზუსტად ამ მოტივებით მივიღეთ ჩვენ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოს ინტერესების დაცვისთვის. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მარტა კოსი თქმით, საქართველოში „ენჯეოსექტორი“ კანონის გვერდის ავლით უნდა დააფინანსოს, საკუთარ შემთხვევაში კი, ისინი ყველაზე მკაცრ კანონებს იღებენ, განსხვავებით ქართულისგან.

რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის ემეტებათ. ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონი მათთვის, როგორც აღმოჩნდა კარგია და სასარგებლოა, თუმცა, ჩვენც ვიცით, რომ ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.