1791012541
პოლიტიკა
წალკის 25-ე ოლქის 4 საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს
წალკის 25-ე ოლქში 4 საარჩევნო უბანია, მათგან 3 უბანზე ხმას ელექტრონული ტექნოლოგიით აძლევენ.
სოფლების, იმერას, საბეჭისის, ბარეთისა და ლივადის მოსახლეობამ მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერო საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.
ცესკოს წევრის, მაია ზარიძის განცხადებით, წალკის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის წევრებს მრავალეტაპიანი ტრენინგები აქვთ გავლილი. ყველა ტექნოლოგიურ უბანზე ბიულეტენების გადათვლა ხელით მოხდება.