Loading data...
თორნიკე ფაღავა: რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა.

„ეს არის პოლიტიკური კარმა, რომელიც დღეს დაუბრუნდა ევრობიუროკრატიას. დიახ, ბატონებო, 2024 წელს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოატყუეს, მათ შორის ევრობიუროკრატებმა და წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.