1789533483
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას
„მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს“, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა ეს ორი სამინისტრო გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.