Loading data...
თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით

„ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

ფაღავას თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მათ თვითმხილებას.

„ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მათ თვითმხილებას. ისინი ფართო საზოგადოებას უყვებიან რა ხდება რეალურად რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არც არანაირი იდეოლოგიური ერთობა და არ არიან ორიენტირებულები ქართული საზოგადოების ინტერესებზე. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულები არიან ძალადობრივად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე.

ყოვლად მიუღებელია და საზოგადოებისთვის ძალიან ცუდი საყურებელია როგორ და რა ეპითეტებით მიმართავენ ისინი ერთმანეთს. ეს არახალია. სხვა რადიკალური ოპოზიციის ლიდერებსაც თუ გადაავლებთ თვალს, ერთმანეთის მიმართ ლექსიკას, მიხვდებით რომ ეს ადამიანები ყოვლად შეუფერებლები არიან ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის“, - აღნიშნა მან.