Loading data...
თორნიკე ფაღავა „იმედის“ და პოსტივის დასანქცირებაზე: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

„შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.

დეპუტატი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.

„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.