Loading data...
თორნიკე ფაღავა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში

„ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთი თვითაღიარებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ ახლაც, როდესაც ოპოზიციაში არიან.  ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს არაფერი უსწავლიათ და საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კვლავ ძალადობას ჰპირდებიან.  

„არსებობს ასეთი გამოთქმა - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ახალი ვერაფერი ისწავლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრეს, თავის დროზე რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან.

ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ძალადობას ჰპირდებიან ქართველ მოსახლეობას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს ვერ გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, - აცხადებს თორნიკე ფაღავა.