თორნიკე ფაღავა: ჩვენთვის ორმაგად სამწუხაროა, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა რადიკალური ოპოზიციისათვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო
„ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და ოპოზიციის დღის წესრიგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს, თუმცა მათი განცხადებები მორიგი „ქარიშხალი ჭიქაში“ აღმოჩნდა.
„პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გარკვეული ტიპის მიზეზშედეგობრივი კავშირისა და ურთიერთკავშირის დანახვა ნამდვილად შეიძლება ღარიბაშვილის წერილსა და რადიკალური ოპოზიციის ამ წერილზე აგებულ დღის წესრიგს შორის.
როგორც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თურმე ეს ყველაფერი ყოფილა მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ადამიანურ ტრაგედიაზე პოლიტიკური კაპიტალიზების მცდელობა. როგორც ვნახეთ, დაკითხვაზე შესვლამდე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები და შესვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები იყო მორიგი სპეკულაცია ამ ადამიანურ ტრაგედიაზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ორმაგად სამწუხაროა ის, რომ რადიკალური ოპოზიციისათვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა“, - აცხადებს თორნიკე ფაღავა.