Loading data...
თორნიკე ფაღავა: ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ, სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს

„ის ფაქტი, რომ ამერიკაში კიდევ განახლდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ თავის დროზე მართლები ვიყავით“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ფარული გავლენებისგან დასაცავად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„თანამედროვე სამყაროში დემოკრატიის, თავისუფალი და გახსნილი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები ამ გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ.

სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება, ქვეყნის შიგნით სუვერენულ სახელმწიფოში ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ფაღავამ.