1764569753
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა
„ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა. მისი ეს საქციელიც ამ ყველაფრის ერთგვარი „დაგვირგვინებაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს.
„დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი ორგანოები იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და სიზუსტით და ბატონი ელისაშვილი მიიღებს შესაბამის სასჯელს“, - აღნიშნა ფაღავამ.